მიშა დაუშვილი - დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე... (ვიდეო)
“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა არა ერთხელ გამოუცხადა ნდობა, იყო ის, რომ მასში ხედავდნენ იმ ადამიანს, რომელიც დაიცავდა ქვეყანას და მოქალაქეებს მიშა სააკაშვილისგან, მისი რეჟიმისგან, ყველა იმ უბედურებისგან, რაც ჩვენს ათასობით, ათიათასობით, თუ ასიათასობით მოქალაქეს ძალიან კარგად ახსოვს და დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, განვითარებაზე, გაძლიერებაზე და რაც მთავარია მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, ამის ნაცვლად ამდენი ხანი ზრუნავენ მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე, თავიანთ ეკონომიკაზე.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2379636232227351/
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2379636232227351/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.