Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.372

Contributors to this blog

გიორგი გახარია: რამდენიმე კვირაში, მოქალაქეებს თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული სქემების როლს


პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან". 

"ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული ფინანსების როლს. მაგალითებით ავუხსნით, როგორ მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან პარტიების უკან, რა კონკრეტული ფინანსური ინტერესები იმალება", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას ოპოზიციონერმა ლიდერმა. 

შეკითხვაზე, რატომ არ აწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას ახლა და ხომ არ აფარებს დანაშაულს ხელს სქემების გამოსააშკარავებლად უკეთესი დროის მოლოდინში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი პასუხობს, რომ "ბრძოლის პროცესში, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყებ და პიკში როდის იქნები".

"გაითვალისწინეთ, რომ ამ ქვეყანაში, არც გიორგი გახარიას და არც პარტია "საქართველოსთვის" ფუნქცია ნებისმიერი სახის გამოძიების ჩატარება არ გახლავთ. ჩვენმა სადეპუტატო ჯგუფმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას სხვადასხვა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე, პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოწოდებით. ჩვენ, ყოველდღიურად, როგორც "ქართული ოცნების", ისე ნაციონალური მოძრაობის ნამდვილ სახეს დავანახებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ხმის მიცემით, პირადად მათი და საკუთარი შვილების მომავალი უნდა გადაწყვიტონ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს როგორც ჩვენი პოლიტიკური, ისე სამოქალაქო ვალდებულებაა, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომელსაც კიდევ უფრო ამყარებს პროკურატურისა და საქართველოს პარლამენტის უმოქმედობა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ მივუთითებთ. თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორია, საერთაშორისო თაღლითური სქემით, ევროპელი პენსიონერების გასაძარცვად იყო გამოყენებული და ამით დაზიანდა ქვეყანა, რატომ არ იძიებს ამას პროკურატურა. გასაგებია, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგების შესახებ გსმენიათ? არ ვგულისხმობ მხოლოდ კეზერაშვილს, შეუძლებელია ამ მასშტაბის სქემის მოწყობა ისე, რომ ვინმე არ მფარველობდეს ამას. ამ გამოძიების არაეფექტურად ჩატარება და ისიც, რომ ამ საკითხზე პარლამენტმა საგამოძიებო კომისია არ შექმნა, პირდაპირ მიღრმავებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ კონკრეტული დაინტერესება ჰქონდა როგორც "ქართულ ოცნებას", ისე ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ისინი როგორც პოლიტიკაში, ისე ფულის კეთებისას და მსგავსი მაგალითი ბევრია", - აღნიშნავს ინტერვიუში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.  

მისივე განცხადებით, "ბიზნესსა და ფულის კეთებაში თანამშრომლობა, პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც ხშირად გამოიხატება. 

"მაგალითად, როდესაც "ოცნებას" სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამტკიცება, მას ხმას ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ადამიანები უჭერენ მხარს. ეს გახლავთ შემდგარი თანამშრომლობა როგორც ბიზნესსა და კორუფციაში, ისე პოლიტიკაში და კიდევ ბევრგან", - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი. 

გლობალნიუსი


cover_323.webp

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...