თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება.
„ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება“,- განაცხადეს მერიაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.