19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
წუხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ის უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
წყარო ambebi.ge -ს უყვება.
"ის უსაყვარლესი ადამიანი იყო, თბილი და პოზიტიური. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ კლუბში შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.