Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ რეისებს იწყებს - რა ეღირება ფრენა
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი, 2023 წლის 20 მაისს შეასრულა. ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის განკარგულება, რომლის მიხედვითაც აღდგა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნა სავიზო რეჟიმი.
ამ დროისთვის Georgian Airways-ი პირდაპირ რეისებს ასრულებს თბილისი-მოსკოვის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.
ცნობისათვის, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს Georgian Airways-ის გარდა 2 რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი და Azimuth-ი ახორციელებს.
bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.