Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.372

Contributors to this blog

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე ქუჩაში გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები - მერე დაწეროს სტატუსები და ისაუბროს ეკონომიკაზე


თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”.

„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თავმჯდომარეა და დაანებოს თავი იმაზე საუბარს, რაც არ იცის. პარლამენტის შენობაში დაცვით, 6 კაცით რომ დადის, აბა გავიდეს ქუჩაში და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები. გავიდეს და იქ დაარწმუნოს ხალხი, როგორ კარგ ცხოვრებაშია ხალხი. მერე დაწეროს სტატუსები და მერე ისაუბროს ეკონომიკაზე”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.

“ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა”,- განაცხადა კობახიძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...