ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ხვალ სამუშაო შეხვედრა გაიმართება
29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.