Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.376

Contributors to this blog

ცერცვაძე: იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა


ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან.

„დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით […] კოვიდმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენ და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა – მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის თვალსაზრისით… იანვარში ჩვენ გვქონდა გრიპის გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წინა კვირაში დაფიქსირდა 569 გარდაცვალება მხოლოდ გრიპით, ბოლო კვირაში კი 271. ბოლო კვირაში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცოტა მოიკლო რესპირაციული ინფექციებით დაავადებამ […]  მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სადღაც ვინმე გრიპით ვინმე გარდაცვალა, ისე რომ არ მოხდა მისი აღრიცხვა, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებულია სულ 3 შემთხვევა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ PalitraNews-თან ინტერვიუში.

ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის ვაქცინით აცრა. „მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი”, – თქვა მან.

ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინა ბევრია ქვეყანაში, თუმცა მოცვა საკმარისი არაა.

„მო­ი­მა­ტა აც­რე­ბის რი­ცხვმა, მაგ­რამ მა­ინც არ არის საკ­მა­რი­სი მოც­ვა. სა­ხელ­მწი­ფომ უფა­სოდ შე­მო­ი­ტა­ნა 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ჯერ მთლი­ა­ნად ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ არის. ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი არ არის, კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­საც შე­მო­აქვთ და ბევ­რია გრი­პის ვაქ­ცი­ნა. ეს არის 4-4-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს A გრი­პის 2 -კომ­პო­ნენტს და B გრი­პის 2-კომ­პო­ნენტს და სრუ­ლად ფა­რავს იმ შტა­მებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ხვდეს. ვაქ­ცი­ნა იცავს 40-60 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...