Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.376

Contributors to this blog

სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია - CCIIR


სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა.

ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დანარჩენ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო, ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენებაც ვერ ხერხდება;

დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) სკოლების 50%-ს აქვს სასკოლო ლაბორატორია; ქალაქებიდან გამოირჩევა ბათუმი, რომლის 27 სკოლიდან 26 სკოლაში არის ლაბორატორია. შედარებით ცუდი ვითარებაა რუსთავში, სადაც 26 სკოლიდან მხოლოდ 8-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ცუდი ვითარებაა რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სკოლების დაახლოებით 87%-ს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია. დოკუმენტის მიხედვით, სკოლების 87%-ს აქვს კომპიუტერები და პრინტერები.

„სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას პირად კომუნიკაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო, რთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში; კომპიუტერის, პრინტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემები იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.“ – ვკითხულობთ კვლევაში.

————————-

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლების ხარისხი, მრავალი წელია, საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი გამოწვევაა.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ნაწილში საერთაშორისო შედარებითი კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების დაბალი მაჩვენებლები აქვთ.

 

  • (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.
  • საბუნებისმეტყველო საგნებში სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ სწავლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერების სამ საგანში: ბიოლოგიაში მოსწავლეების უმეტესობა (87%) აკმაყოფილებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთი მოსწავლეების წილი საგანგაშოდ დაბალია ქიმიაში და თითქმის ასევეა ფიზიკაშიც: მოსწავლეთა მხოლოდ 51% ქიმიაში და 65% ფიზიკაში უმკლავდება სასწავლო გეგმის მინიმალურ მოთხოვნებს.
  • საბუნებისმეტყველო დარგებში მოსწავლეთა მიღწევების პრობლემაზე მეტყველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. 2023 წლის მონაცემებით, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის – აბიტურიენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ვერ გადალახა ზღვარი ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საგნობრივ გამოცდებში. ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5%, ანუ 601 სტუდენტი გავიდა, თუმცა მათგან 31%-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.

    პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...