თეთრი სახლი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით
თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა “ილ-76”-ის თვითმფრინავს, რომელიც 24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.
მისი თქმით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს „ილ-76“-თან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა, შესაბამისი გამოძიება ჩაატარონ და ფაქტები დაადგინონ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.