Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.372

Contributors to this blog

„მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას დავთანხმდებით" — რესპუბლიკურის ექიმები


 

Article main image

„დავთანმხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას”, – ამბობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომელთა ნაწილიც დღეს საავამდყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად შეიკრიბა, მათი თქმით, კლინიკის დანგრევა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება.

ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები ბუნდოვანია, ექიმებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული დრო კი – ცოტა.

რესპუბლიკურის კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ მათი [ექიმების] მოსყიდვა უნდათ, რადგან შეთავაზებულია „უპრეცედენტო კომპენსაცია, რომელიც აქამდე არავისთვის მიუციათ”. ეს კი ექიმებისთვის არასანდო და არადამაჯერებელია.

„გუშინ მივიღეთ კონტრაქტები შეთავაზებით კომპენსაციის, გუშინ რაც წავიკითხეთ და გაგვაცნო კლინიკის დირექტორმა, არის შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარიეს არის ყოვლად შეურაცხმყოფელიმე ვფიქრობ, რომ მოსყიდვა უნდათ. ეს არის უპრეცედენტო კომპენსაცია, რომელიც არასდროს არავისთვის არ მიუციათ. არ ვიცი, როგორ აპირებენ, ეს ხომ შრომის კოდექსშია გაწერილი. ესეც ბადებს ეჭვს და არ ვენდობით. ნდობა არ გვაქვს, რადგან ბევრჯერ დაურღვევიათ ეს შეთანხმება პირადად ჩვენთანაც და ის შეთავაზებები, რომლებიც არის, აბსოლუტურად ბუნდოვანია”- განაცხადა მან.

მისი თქმით, სამინისტრომ ექიმებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 5 თებერვლამდე მისცა, თუ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, კომპენსაციის სახით ერთი თვის ანაზღაურებას მისცემენ და სამსახურიდან დაითხოვენ.

„გაჟღერებულ იყო ტელევიზიით რამდენჯერმე, რომ 90 დღე ეძლეოდა პერსონალს გადაწყვეტილების მისაღებად. გუშინდელი ხელშეკრულებით კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 თებერვლის ჩათვლით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სადაც არაფერი დაკონკრეტებული არ არის… მეორე – თუ ამ ბუნდოვანი ოთხი შემოთავაზებიდან არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, 15 თებერვლამდე ავტომატურად ყველა განვთავისუფლდებით და მივიღებთ კანონით დადგენილ ერთთვიან კომპენსაციას. ნდობაც რომ გვქონდეს ჩვენ დავთანხმდებოდით ერთადერთ შემთხვევას, თუ გამოიყოფოდა ალტერნატიული ფართი, სადაც გადავიდოდა ეს სამედიცინო პერსონალი სამუშაოდ. ჩვენთვის არ შემოუთავაზებიათ სხვა კლინიკებში გადანაწილება.

შემოთავაზებაში არის ჩანაწერი ერთჯერადი შეთავაზება ალტერნატიული სამსახურის და 4-თვიანი კომპენსაცია. როდესაც ჩვენ ვიკითხეთ, რა სამსახურს გვთავაზობთ, თუ ამას აირჩევთ მერე მოვიფიქრებთო – ჯერ აირჩიე, შემომთავაზე, რომ მე მქონდეს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი აქ ვინც ვდგავართ დავთანხმდებით მხოლოდ ერთი პირობით, თუ შევძლებთ, ალტერნატიულ ფართში გადასვლას და მუშაობას”. – ამბობს ნინო ოთარაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვარს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკურის ექიმებთან დაკავშირებით თქვა, რომ „არც ერთი მათგანი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურა აზარაშვილის განმარტებით კი, ექიმებისთვის „არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ”.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...