Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.373

Contributors to this blog

„ოჯახი სოცდაუცველია" - აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო


აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, გამოსახლება გადაიდო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასევე სახლში ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი.

ბიურო აცხადებს, რომ მხარეებს მორიგებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასვე ამ სახლში ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მათ მიეცათ დამატებით დრო პრობლემის მოგვარებისთვის. აღსრულების პოლიცია გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას, იმისთვის, რომ საქმე დასრულდეს ნებაყოფლობით და შეთანხმებით”, – აცხადებენ ბიუროში.


დღეს, 24 იანვარს ცოტნე დადიანის 259 ნომერში მარიამ კაკიაშვილისა და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის გამოსახლება იყო ჩანიშნული.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...