გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს გადასცემს.
"The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე", - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, აუცილებელია იარაღის წარმოების ტემპის გაზრდა, რადგან საჰაერო თავდაცვა უკრაინელებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაცვის პრიორიტეტია.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ უკრაინას, დაახლოებით, 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.