დმიტრო კულება - უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება
უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან რაკეტების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.
„ყველაფერი პოლიტიკურ გარემოებებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებულია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.