გიორგი შარაშიძე აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებაზე - შევახსენებთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ შორის არა თუ რაიმე სხვაობა აღარ არის, არამედ თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის “არანაირი სხვაობა აღარ არის”.
როგორც მან საკრებულოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დღევანდელი "ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, "ნეონაცური" წარმონაქმნი”.
„მინდა გამოვეხმაუროთ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ შორის არა თუ რაიმე სხვაობა აღარ არის, არამედ დღეს, თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ და დღევანდელი „ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, „ნეონაცური“ წარმონაქმნი, რომელიც ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლის“, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამოსახლების შემდეგ, ოჯახის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რომლებიც ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.