ნათია მეზვრიშვილი - აქ იმისთვის მოვედი, რომ მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა, მესამე სხდომაა, არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან
დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დატოვა.
რაც შეეხება ელექტრონულ სისტემას, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არჩევნები არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე ყალბდება.
„არჩევნებთან დაკავშირებით „ოცნება“ და ცესკო საერთო ნარატივს მიყვებიან, „ოცნების“ წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარე და სხვა წარმომადგენლები მიყვებიან ნარატივს, რომ ელექტრონული არჩევნები არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი, თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვაქვს. რეალურად ელექტრონულად ტექნოლოგიების დანერგვა წინგადადგმულო ნაბიჯია, მაგრამ საქმე ამაში არ არის. იმაშია, რომ არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, ყალბდება მანამდე, დღეს უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი კორუფციით, შავი ფულით, სისტემური მუქარა-ზეწოლით, ამას შედეგებზე ექნება დიდი გავლენა. ნაცვლად იმისა, ამაზე ვამახვილებდეთ ყურადღებას უკვე მესამე სხდომაა ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირების და დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა ეს როგორ მუშაობს ეს სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, პარლამენტში ჩაშალეს სხდომა წინაზე, საკრებულოში ჩაშალეს და ამას ეფექტურად იყენებს ცესკო და "ოცნება". ეს ხალხი არიან „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები. ეხმარებიან და არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.