დონალდ ტუსკი - ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს
დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
„ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.