ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთშია რეგისტრირებული
ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო ჯეტი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ხომალდი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში ირიცხება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 2 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა გამომძიებელთა ჯგუფი. თუმცა, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და მთას შეეჯახა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.