ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.
“რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებია შენობა. მიზეზი არ გვითხრეს. მანამდე ხმაური შემოგვესმა ერთ-ერთ მაღაზიაში. გვეგონა ქურდობის ფაქტი მოხდა, ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცით, ნაღმს ეძებენ, თუ რას. ერთ-ერთი ვერსიით , რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ალბათ ეს არის. მოქალაქეებს შენობიდან ავტომობილები გამოჰყავთ. ჩვენ შენობიდან შორს ვიმყოფებით”,- აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.