Jump to content
Planeta.Ge

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს


რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ დასჯის ეს მეთოდი იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“ ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ექსტრემიზმის გავრცელებას უწყობენ ხელს.

ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, რუსეთის დუმა კანონპროექტს ორშაბათს განიხილავს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...