გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს
გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო საუბარი გამართეს.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ გერმანიისგან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.