Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!


დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის  საკრებულოს წევრებმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს. 


როგორც მათ აღნიშნეს, კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

"როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანიებს,  რომლებიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ, ხელშეკრულებები გაუწყვიტა! 

წერეთლის გამზირზე სახეზე გვაქვს დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ქაოსი, რაც სრულ წინააღმდეგობაშია თბილისელების ინტერესებთან, იცხოვრონ კომფორტულ და უსაფრთხო ქალაქში, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი გამოხატულებაა!

კომპანიებს, რა თქმა უნდა, თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ აქ პირველ რიგში პირადად მერის და მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ის განუკითხაობა, რაც დღეს წერეთლის გამზირზე ხდება, არავის, არც შემსრულებელს და, რაც მთავარია, არც დამკვეთს, ვინც შეარჩია ეს კომპანიები და ხალხის ფული - მილიონობით ლარი, გაფლანგა, არ უნდა ეპატიოს!

ნებისმიერი თბილისელი დაგიდასტურებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უხარისხოდ მიმდინარეობს და მაშინ ისმის კითხვა, რატომ მოხვდა ასეთი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო კომპანიების ხელში ათობით მილიონი ლარი და რატომ მიიყვანა თბილისის მერიამ საქმე აქამდე?!

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამუშაოების ხელოვნურად გაწელვით მიზანმიმართულად სარგებლობს კალაძე-კობახიძის დაჯგუფება და პირდაპირი მიყიდვის წესით, ტენდერის გარეშე, მილიონობით ლარს უხდის სასურველ კომპანიას.

ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი “ოცნების” ყოფილი პრემიერის უახლოესი ნათესავია, რაც დამატებით კითხვებს აჩენს კორუფციულ გარიგებებზე!

სულ რამდენიმე წელიწადში, როცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თავიდან იქნება ჩასატარებელი, კალაძე აანაზღაურებს ხარჯებს? კალაძე, რომელიც არავინ იცის სად იქნება, ჩვენს მოქალაქეებს კი ისევ საკუთარი შრომით და გადასახახებით ყველაფრის ხელახლა გაკეთება მოუწევთ!

ამიტომ, ჩვენი გუნდი ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!

კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია! ამიტომაც, ჩვენი გუნდი აგრძელებს დაუნდობელ ბრძოლას ყველას წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ღალატში მონაწილეობს!

პროკურატურას მივმართავთ კითხვით, დაწყებულია თუ არა გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არ მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში  ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას წერეთლის გამზირის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით!', - განაცხადეს გახარიას გუნდის წევრებმა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...