ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას - დაუშვილი
ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების საპაუსოხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი თავდასხმა ეკლესიაზე და ვანდალიზმი მიუღებელი და არასწორია.
ყველა მხარემ, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ეკლესიას თავი უნდა დაანებოს, რწმენას თავი უნდა დაანებოს. არ შეიძლება შენი პოლიტიკური დივიდენდებისთვის 24 საათი ეკლესიას იყენებდე და რწმენას იყენებდე. მიუღებელია, ამორალურია, არასწორია. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას, რწმენას და ყველამ სხვანაირად მიხედოს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ყველანაირი თავდასხმა და ვანდალიზმი მიუღებელი და არასწორია", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.