რუსეთში დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ქალის კვერცხუჯრედები შემოჰქონდა
ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა.
ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია.
დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 10 000 დოლარი] ჯარიმა, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის და რესურსის, ან განსაკუთრებით ღირებული ბიოლოგიური რესურსების“ კონტრაბანდის მუხლით.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.