ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება
უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ.
„უკრაინის საუკეთესო მომავალს ევროპა ჰქვია. დიდი სიხარულით, გასულ თვეში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს უკრაინისთვის ისტორიული მიღწევა და ისტორიის მოწოდებაზე ევროპის პასუხი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიის დასაბრუნებლად იარაღის სტაბილურად მიწოდება სჭირდება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.