Jump to content
Planeta.Ge

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი 26 თებერვლისთვის გადაიდო


საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თითქმის ორი თვით გადაიდო. მოსამართლემ სხდომა, რომელზეც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, 26 თებერვალს ჩანიშნა.

გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე თავის მოწმეებს აღარ გამოკითხავს, რადგან ადვოკატებს სურთ, საქმის განხილვა აღარ გაჭიანურდეს დასრულდეს და მოსამართლემ განაჩენი მალე გამოაცხადოს.

„დაცვის მხარემ თავისი ოთხი მოწმე მოხსნა, რაც ნიშნავს, რომ 26 თებერვალს დადგება განაჩენი მოცემულ პროცესზე.  ჩვენი მოლოდინია, რომ სათათბიროდ მაინც გავა[მოსამართლე]. საქმის განხილვა წარიმართა არაობიექტურად, არასამართლიანად, აქედან გამომდინარე განაჩენსაც არასამართლიანს, გამამტყუნებელს ველოდებით”, – ამბობს ლიკა ბითაძე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.

გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...