Jump to content
Planeta.Ge

გახარიას გუნდი ივანიშვილს: გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის. ნუ ატყუებთ მოსახლეობას!


მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედს, რუსთავი 2-ს, საზოგადოებრივ მაუწყებელს) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:

ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.

ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს., - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "საქართველოსთვის წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, "ოცნება" დღეს "ნაცების" მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.

"სააკაშვილის მოგონილი მედია ბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“ გახსნან  სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის.

გახსნა პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!

ჩვენ, გახარიას გუნდი, მოგმართავთ თქვენ, ივანიშვილის დამცველებს,  მოდით დებატებში მოქალაქეებისთვის მწვავე პრობლემებზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, შრომის პირობების დაცვასა და მინიმალურ ხელფასზე, დასაქმებაზე, გაზრდილ ფასებზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის პრობლემაზე. პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევაზე, საარჩევნო ბარიერისა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესზე. თქვენივე ტელევიზიებში, იმედზე მაგალითად.

ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელს, ტელევიზიებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საეთერო დრო დაუთმონ ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად. პოლიტიკური დებატების გარეშე მოქალაეები ვერ გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, რაც არჩევნების სამართლიანობას უქმნის რისკებს.", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...