საბერძნეთში ქართველები დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით
საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ.
როგორც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია.
მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო.
მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, რამდენიმე ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, გასაღებები, საკეტები და კარების სახელურები, ელექტრონული მოწყობილობები, ნახატები, სამკაულები, მაჯის და ჯიბის საათები და ა.შ.
ბერძნული მედიის თანახმად, გამოძიებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა, სულ მცირე, 2022 წლის ოქტომბრიდან დააარსეს და შეუერთდნენ კრიმინალურ ორგანიზაციას. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მიიღეს, ხოლო რიგ შემთხვევებში მათი მონაწილეობის გამოძიება მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის და ამოღებული ნივთების წარმომავლობის დასადგენად, რომელიც, სავარაუდოდ, მოპარულია.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.