ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავეს
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.