Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში


აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 1 თებერვალს იქნება ცნობილი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...