Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - კობახიძეს ვურჩევდი, "ტიკ-ტოკზე" ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს. მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება


მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძე უპასუხა.

ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ.

"მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "ფოლოვერი" ყოფილა „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევდი, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, მძიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში და კიდევ უფრო დაუმძიმდება სამწუხაროდ. ჩემი „ტიკ-ტოკის“ ვიდეოების ყურებით განიმუხტება.

რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინიონები რას იტყვიან. მთავარია ის, აპირებს ბრალდებებზე, რაც ისმის ივანიშვილის მხრიდან სამი წელია გახარიას მიმართ, აიღოს ანგარიშვალდებულება და საზოგადოების წინაშე თავად ისაუბროს, თუ აპირებს ისევ დაიმალოს და ამ მინიონებით გააგრძელოს საუბარი. მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ გახარია მოღალატეა“.

„არ გვაქვს კითხვები, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ლომჯარიას კარნახით - დებატებზე ნუ გაიქაჩება და „ეტიკტოკოს“ ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის ბოლო თვეებს ითვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

იპნ

419236865_683217710657873_2260067655118812690_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...