კახაბერ ქემოკლიძე - ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა
წვრილ, უთავმოყვარეო “ლიფსიტებზე” კომენტირებით “კედელს” არ ვანაგვიანებ ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ ისიც იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მსხვილი პრობლემა მინდა ავსახო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.
მისი თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა.
მისი თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა.
"ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა (და უკვე დანაშაული სახელმწიფოს წინაშე) არის ისიც, რაც ქვემოთ არის არტიკულირებული, ანუ —- საქართველოს პარლამენტის და მთლიანად ქართული პოლიტიკის სრული დ ე გ ე ნ ე რ ა ტ ი ზ ი რ ე ბ ა. ანუ პარლამენტში და მის გარეთ (პოლიტიკაში) ისეთი ხალხის დაშვება, რომელთა ინტელექტის დონე (წიგნიერებაზე, განათლების ხარისხებზე და ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე არც ვსაუბრობ) საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა.
იმის ნაცვლად რომ ივანიშვილს ოქროს ასოებით დაეწერა საქართველოს უახლესი ისტორია და პოლიტიკაში წაეხალისებინა გონიერება, ერუდიცია, შრომის მოყვარეობა, განათლება, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, სახელმწიფოებრიობის განცდა, ისიც კი ვინც, ასე თუ ისე ნორმალური განათლებით იყო და შემდგარ პერსონად ასაღებდა თავს ოცნებაში შესვლამდე მონობის და აბსოლუტური მორჩილების სიმსივნით დაავადა!
ერისთვის ამაზე დიდი უბედურება მგონი საშუალო და გრძელვადიან რადიუსში რომ შეხედო კაცმა არც არსებობს…", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.