საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, უწყებაში დაიბარა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება.
ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.