ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული.
როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა.
,,ჩავთვალე, რომ არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. მისი[ბრალდებულის] პოზიცია იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თავის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია”, – თქცა მოსამართლემ.
ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან.
„დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი, ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ამბობდა პასუხი უნდა ვაგოო. ექსპერტიზაა საჭირო, მისი მონაყოლიდან გამომდინარე რაღაცეებს ვერ იხსენებს, დეტალებს, ვერც მოტივზე ლაპარკობს, ვერ ყვება რა მოხდა” . – თქვა ბრალდებულის ადვოკატმა.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი 4 მარტს ჩაინიშნა.
პროკურატურამ ბრალი კაცს გუშინ წაურდგინა. მას ბრალად ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, ქალი ქმრის მხირდან სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში გარდაიცვალა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.