ოსიმენის აგენტი: მამუკა ჯუღელის სიტყვები არის ცუდი, ყალბი და მიუღებელი
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თანახმად, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდრამ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას უპასუხა.
კალენდრამ თქვა:
„ყველამ უნდა სცეს პატივი სხვის შრომას. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არ არის სწორი. ეს ქმნის გაუგებრობებსა და პრობლემებს, ისევე, როგორც სამწუხარო პროგნოზებს. მამუკა ჯუღელის სიტყვები არის ცუდი, ყალბი და მიუღებელი. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს პრობლემებს უქმნის „ნაპოლის” ფანებთან ურთიერთობაში ყველანაირი მიზეზისა და რეალობის გარეშე.
ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი კონტრაქტის გაგრძელებას და ვიქტორის ერთადერთი სურვილია, აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, „ნაპოლის” დაეხმაროს. სხვა ყველაფერი სისულელეა”.
საქმე ეხება „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას ამავე კლუბში მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის შესახებ.
6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა სათამაშოდ, ხვიჩა კი ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მას „სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს“.
„თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა.
ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება”. – თქვა მან.
აგენტამდე მამუკა ჯუღელს თავად ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა და გალანძღა ის.
ფეხბურთელმა
ინსტაგრამის სთორიში დაწერა:
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.