ბერდია სიჭინავა - ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს ის პირდაპირი წესით არჩეული (ვიდეო)
“ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს ის პირდაპირი წესით არჩეული. იმიტომ, რომ მისი ფუნქციაა დიპლომატების დანიშვნა, ცესკო-სა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა, მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალების გამოყენება - ესენი ფუნდამენტური საკითხებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მისი წარმომადგენელი. უმჯობესია, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს ის მეთაური წარმოადგენდეს, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და არჩეულია მოქალაქეების მიერ.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.