2023-ის I ნახევარში საქართველომ Meta-სგან პერსონალური ინფორმაცია 47-ჯერ გამოითხოვა
საქართველოს სამთავრობო უწყებებმა გასულ წელს Meta-ს პლატფორმებიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდეს.
Meta-ს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის მიზნით საქართველომ 47 განაცხადი გააკეთა.
განაცხადები ჯამში 149 ანგარიშს შეეხებოდა.
Meta-ს განცხადებით, კომპანიამ საქართველოდან შემოსული განაცხადების 94% დააკმაყოფილა და ხელისუფლებას მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში — იანვრიდან ივნისის ჩათვლით ხელისუფლებამ Meta-ს 27 განაცხადით მიმართა, რაც ჯამში 40 ანგარიშს შეეხებოდა.
Meta-ში შესული განცხადებები შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს, Whatsapp-ს და სხვა სერვისებს, რომლებსაც Meta აერთიანებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.