„ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოების გამარჯვებულები
7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.
იორგოს ლანთიმოსის „საცოდავი არსებები” (Poor Things) დასახელდა საუკეთესო მხატვრულ ფილმად მიუზიკლსა ან კომედიაში, ემა სტოუნს კი ფილმში განსახიერებული როლისთვის გადაეცა ოქროს გლობუსი კატეგორიაში: საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში.
საუკეთესო მსახიობ ქალად – დრამაში დასახელდა ლილი გლედსტონი მარტინ სკორსეზეს ფილმში „ყვავილის მთვარის მკვლელები” განსახიერებული როლისთვის.
ფილმში „The Holdovers” განსახიერებული მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის ოქროს გლობუსი გადაეცათ: პოლ ჯიამატის (საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში) და და’ვინ ჯოი რენდოლფს (ქალის მიერ შესრულებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში).
საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსი გადაეცა ჰაიო მიაზაკის ანიმაციურ ფილმს „ბიჭი და ყანჩა”.
საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღეს ჟუსტინ ტრიემ და არტურ ჰარარიმ ფილმისთვის „დაცემის ანატომია”, რომელიც ასევე დასახელდა საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმად.
საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად დასახელდა ბილი აილიშისა და ფინნეას ო’კონელის „ბარბისთვის” დაწერილი სიმღერა „What was I made for.
სერიალებში ოქროს გლობუსები ასე განაწილდა:
საუკეთესო სერიალი – დრამა: The Succession
საუკეთესო სერიალი მიუზიკლი ან კომედია: „დათვი” (The Bear)
გამარჯვებულების სრული სია ნახეთ აქ.
ფოტო გარეკანზე: EPA-EFE/ALLISON DINNER
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.