Jump to content
Planeta.Ge

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი


რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

„11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა რუსების მიერ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის დაბომბვას და აღნიშნა, რომ “არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის.” „დარტყმა ჩვეულებრივ საცხოვრებელ იყო, კერძო სახლებზე. ყველა დაჭრილს საჭირო დახმარებას უწევენ. და რუსეთი ყოველთვის გრძნობდეს, რომ არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ - ჩვენი ძალებით, საკუთარი თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...