Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულმა კლდოვანმა მასამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა - აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...