Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობისაგან 230 უკრაინელი გათავისუფლდა


უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ჩვენი ხალხი სახლშია. ჩვენ დღეს რუსული ტყვეობიდან ორასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დავიბრუნეთ”, – წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...