იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 97 ათასზე მეტი ადამიანმა ევაკუაციის განკარგულება მიიღო. მათ ღამე სკოლებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა დაწესებულებების შენობებში გაატარეს, სადაც დროებითი თავშესაფრები იყო მოწყობილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.