ეუთო - ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა
ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ამ საშინელ კონფლიქტში მუდმივად იხდიან ფასს და რომ ისინი არასოდეს უნდა გახდნენ დრონებით და რაკეტებით თავდასხმების მსხვერპლი.
„ერთად ვგმობთ ამ თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდის გარდა. მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.