მიშა დაუშვილი - დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ გახარია და ჩვენი პარტია სწორ გზაზე დგას და გამოჩნდა, რომ რეალურად “ოცნების” მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ. ოცნების მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომ დასაჭირდათ ივანიშვილი (ვიდეო)
ივანიშვილის გამოჩენას გახარიას ეფექტს მივაწერდი.
დღეიდან “ოცნებას” ერთით ნაკლები ტყუილის თქმა მოუწევს, რადგან ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ ამ დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი პარტიასთან.
დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ გახარია და ჩვენი პარტია სწორ გზაზე დგას და გამოჩნდა, რომ რეალურად “ოცნების” მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ.
ოცნების მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომ დასაჭირდათ ივანიშვილი.
არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე პარტია ერთპიროვნულად ამდენი წელი თავის ჭკუაზე ატრიალებდეს ქვეყანას, რასაც ისინი აკეთებენ მართვა არ არის, ეს არის შენი ქვეყნის შენს ჭკუაზე ტარება, დრო და საჭიროება დადგა, რომ ეს შეიცვალოს.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.