Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ელჩი - ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! - მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ


საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს.

როგორც ის განმარტავს, შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით.

„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!

ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ”, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...