Jump to content
Planeta.Ge

ვარკეთილში ხანძარი პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების სათავსოზე იყო გავრცელებული - დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია


„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. რაც შეეხება სამაშველო ჯგუფების მუშაობას - დროულად მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ რეაგირება. 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული. ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა. დაშავებულების შესახებ არავის მოუმართავს“, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...