"საქართველოსთვის" - ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა...
პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:
"როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დეკემბერს - რუსთავში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა რუსთაველების ბიუჯეტს; - 25 დეკემბერს - ჩხოროწყუში, წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით (აქ პოლარიზაცია დასრულებულია ) ; - 28 დეკემბერს - წალენჯიხაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა წალენჯიხელების ბიუჯეტს; - 29 დეკემბერს - ზუგდიდში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ საერთოდ არ დაესწრო ზუგდიდელების ბიუჯეტის განხილვის სხდომას. ამ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული და პირადი ინტერესებით მოქმედებენ და მათთვის ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ინფრასტრუქტურული გამოწვევები არ არის პრიორიტეტული. იმ მუნიციპალიტეტებზეა საუბარი, სადაც „ოცნების“ პროპაგანდა ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს ჩვენი პოლიტიკური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში იმყოფება, „ნაცინალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები კი „ოცნებასთან“ ალიანსში გვდებენ ბრალს. ფაქტები კარგად მეტყველებენ, რომ ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა, ისევე როგორც წალენჯიხაში - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტის. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მომავალშიც გავაგრძელებთ მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებას და „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გამოვიყენებთ ხალხის ინტერესებისთვის, არ დავუშვებთ მათ ვიწროპარტიულ საბოტაჟს და კრიზისის შექმნის მცდელობებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე."
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.