Jump to content
Planeta.Ge

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შევიდა - ანჯეი დუდამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია


უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დილით, ამოუცნობი საჰაერო ობიექტი უკრაინის საზღვრის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოვიდა და საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე, მას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარებით აკვირდებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანჯეი დუდა დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, გენერალური შტაბის უფროსს და შეიარაღებული ძალების სარდალს ხვდება.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა იაცეკ ჰორისევსკიმ განაცხადა, უცნობი ობიექტი ზამოსცის მიდამოებში დაფიქსირდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...