საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება
საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
შესაბამისი ცვლილებები სემეკ-ის სხდომაზე დაამტკიცეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.