Jump to content
Planeta.Ge

უფლებები საქართველო: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფოტორობოტის საფუძველზე დადანაშაულებას


ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას.

12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი.

ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა.

„უფლებები საქართველოს” განცხადებით, ის შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტურმა დეპარტამენტმა 2023 წლის 20 სექტემბერს შექმნა.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ:

„ფოტორობოტი არის მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით შექმნილი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ამავდროულად, ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ფოტორობოტის საფუძველზე პირის ბრალეულობის დადგენა ვერ მოხდება.

შესაბამისად, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც სავარაუდო დამნაშავის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდება”.

12 წლის გოგოს დაღუპვიდან 9 თვეზე მეტი გავიდა. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არის.

„უფლებები საქართველოს” შეფასებით, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.

publika

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...